გამოდიან და სულ ეკლესიის გინებაში არიან – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოს დასავლური კურსის გადახედვის შესაძლებლობაზე გასულ კვირას ისაუბრა;

ევროპაზე არ უთქვამს მაგას ცუდიაო, სულ სხვა რამე თქვა. ემოციურად გამოვიდა, შეხედა ამდენი ხანი, ხო? კაცი ეკლესიაშია და ქვეყნისთვის კარგი უნდა, გამოდიან და სულ ეკლესიის გინებაში არიან, რაც ის დაიწყო…ჯერ ციანიდზე გიხაროდათ, რა გიხაროდათ.. რა გიხაროდათ, ეს ჩემთვის გაუგებარია. ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ, ნებისმიერს დაუჭერთ, ჯალალედინი რომ მოვიდეს და ეკლესიას ანგრევდეს, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი გამოვა კარგი, ისე იქცევით ხოლმე” -განაცხადა მეუფე იაკობმა “ტვ პირველთან” საუბრისას.