პრემიერ-მინისტრი პენსიონერებისთვის საბანკო პროცენტის დაწევას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი 100%-ზე მაღალიც კი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 36%-მდე შემცირდა.
„ჩვენ საბანკო პროცენტი მინიმუმამდე დავწიეთ, მაგრამ 36% მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ამიტომ, შევქმენით კომისია ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და ეს კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიამ შეაჯერა საკონკურსო პირობები, რომელთა მიხედვითაც 1 თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით დაიწყებს პენსიებისა და საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას.
“ალია”