პორტალზე ატვირთვასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები იყო, ამიტომ, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ

ამირან გამყრელიძემ განმარტა რას უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევებს შედარებით დაბალი მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამის მიზეზი სისტემური ხარვეზი გახდა.

„მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ნაკლებია. კიდევ ტექნიკური პრობლემები იყო პორტალზე ატვირთვასთან დაკავშირებით, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას. ამიტომ, დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ „ომიკრონის“ ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით, ამ კვირაში პიკის გადავლის ეტაპი უნდა დაიწყოს “, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 517 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 458 093 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 270 759, გარდაიცვალა 15 577 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”