სსრკ-ში „თბილისი – მოსკოვის“ ავიაბილეთი 37,5 მანეთი ღირდა, საიდანაც 50 კაპიკი – სალარო მოსაკრებელი, ანუ ავიაბილეთის გაფორმების ღირებულებაა. ხოლო 37,5 გრადუსამდე მომატებულ სხეულის ტემპერატურას „სუბფებრილური“ ეწოდება, რისი მიზეზიც, სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, ვერ დგინდება.
დღეს ასეთი ტემპერატურა ხშირად მიუთითებს „ომიკრონის“ კორონავირუსული შტამით ინფიცირებაზე, მაგრამ ხანდახან სუბფებრილობის გამომწვევი მიზეზები სიდებილეში უნდა ვეძებოთ, რაც, პანდემიის მსგავსად, მასობრივი გამოუსწორებელი უბედურებების მიზეზია…
არ გაბედო ცხინვალში ომი, თორემ საქართველოს იგივე დაემართება, რაც ნატომ იუგოსლავიას გაუკეთა! – გააფრთხილა პუტინმა “მიხაილ ნიკოლაევიჩი”. მაგრამ სააკაშვილმა კულტურულად ნათქვამი ვერ გაიგო და პუტინმა სარკოზის უთხრა, რომ მიშას „ყვერებით დაკიდებს“. თუ სააკაშვილი მოღალატე და გიჟი არ არის, მაშინ რატომ გადასცა თავისი სამშობლოს ნაწილი რუსეთს, საიდანაც სავალალო შედეგების შესახებ წინდაწინ გააფრთხილეს?!
სააკაშვილი რომ გიჟია, თანაც, დაბადებიდან, ხოლო მთელ მის ოჯახს რომ დედაბუდიანად აჟრიალებს, „პოლიშინელის საიდუმლოა”, მაგრამ მოსყიდული „მეგობრები” თბილისში, კიევში და კიდევ უფრო შორს, მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, განკურნოს განუკურნებელი უკრაინის მოქალაქე, სადაც მიშა, საქართველოსგან განსხვავებით, თმით ათრიეს, იატაკზე პირქვე დააგდეს, სახურავებზე სდიეს, ქურდი დაარქვეს, მოქალაქეობა წაართვეს და ხელბორკილდადებული ქვეყნიდან გააძევეს! სად იყვნენ მაშინ „აღშფოთებული“ უკრაინელი უფლებადამცველები და პროკურორები, ევროპელი პოლიტიკოსები და აშშ-ის ელჩი?! რატომ „დაივიწყეს“, რომ მათი „დემოკრატიის შუქურა“ სინამდვილეში მანიაკი, ნარკომანი და ჯალათი აღმოჩნდა?!
ჰგონია რა, რომ კვლავაც საქართველოს პრეზიდენტია, სააკაშვილი, 37,5 სიცხით, წერს განკარგულებებს ციხის საკანში, თითქოს ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფებოდეს, და საბრალდებო სკამიდან პროგრამული პოლიტიკური მოხსენებებით გამოდის, თითქოს საპარლამენტო ტრიბუნიდან ყოველწლიური ანგარიშით წარდგებოდეს! უკრაინის შეშლილი მოქალაქე, რომელსაც „ყურზე დათვმა დააბიჯა“ (და არა მარტო ყურზე…), სასამართლოში გამუდმებით მღერის უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა აფრიალებს უკრაინის სახელმწიფო დროშას! თბილისის ცენტრს კი კვლავაც „ამშვენებს“ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ ფასადზე მისი ხელმოწერით, სადაც ინახება “ქართული ოცნების“ დროს დიდი ტირაჟით დაბეჭდილი მიშტლერის წიგნი – „Mein Kampf“-ის ქართული ვარიანტი, ანუ ხელისუფლების დამხობის ინსტრუქცია „ფერადი რევოლუციის“ გზით!
სუბფებრილობის მუდმივ მდგომარეობაში, ანუ ციებ-ცხელების ზღვარზე ტემპერატურით, “მიშა-მამუკას სექტორამდე” დაპატარავებული რადი-კალური ოპოზიცია დღეს იბრძვის “პუტინის პირადი პატიმრის” გასათავისუფლებლად და ემზადება რუსეთთან საბრძოლველად დონბასისა და ყირიმისთვის! ქართველი ნეოფაშისტი პარლამენტარები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, პარლამენტში აფრიალებენ თეთრ ბაირაღებს თავიანთი “ფიურერის” გამოსახულებით, ტრიბუნებიდან “განბა! ხეროიამ სლავა! თავისუფლება მიშას!“ ყვირილით! ფლიდი ქლესები, პროვინციალი პედერასტები და ვულგარული ბოზები, თითქოსდა ფელინის «8½»-ის „მასოვკიდან“ გადმოსულები, აცხადებენ „არაადამიანური მოპყრობის“ შესახებ არაადამიანისადმი, რომელმაც ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა! ამ ზონდერკომანდას (Sonderkommando) მეთაურობს ძმები სააკაშვილების ცოლი, უკრაინის ყოფილი მთავარი პოლიცაი ხატია დეკანოიძე – უკრაინელი პოლიცაების ნაშიერი, რომლებიც ნაცისტებს ჩექმებს ულოკავდნენ, ხოლო თანამემამულეებს მათზე უარესად აწამებდნენ! ამ პარლამენტარების დელეგაცია გიჟისა და მევახშის პარტიებიდან უკრაინაში გაფრინდა, რათა სიტყვით და საქმით მხარი დაეჭირა კიევისთვის რუსეთთან ღიად პროვოცირებულ ომში, რომელიც დასრულდება ზუსტად ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოში! მხოლოდ ავადმყოფს თუ ექნება იმედი, რომ უკრაინის არმია, სადაც სამში ერთი – მიშისტია, რუსებს დაამარცხებს და დესანტს გადასხამს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად! არადა, მათ პარტიულ ოფისებში და კიევში სწორედ ამაზეა საუბარი.
სწორედ ამიტომ მოსკოვში „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ საახალწლო ჩარტერული რეისების შესრულების ნებართვა არ გასცეს! სად არის გარანტია, რომ „Georgian Airways“-ის თვითმფრინავებს არ გაიტაცებდნენ ტერორისტები – ქართველი ნეოფაშისტები – და არ მიმართავდნენ კრემლზე „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისათვის შურის საძიებლად“, 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის სცენარით?! ანდა, რომ ამ რეისებით მოსკოვში არ ჩაფრინდებოდნენ შაჰიდის ქამრიანი ბურჯანაძე და ჩხეიძე?! ნინო და ნატო, სანამ ტემპერატურამ არ აუწიათ, კრემლის ვარსკლავებზე ისხდნენ მშვიდობის მტრედების მსგავსად – ზეთისხილის რტოებით პირში, დღეს კი მიშას დროშის ტარი უჭირავთ!
„პოლიშინელის საიდუმლოა“, რომ ქართველები და ებრაელები ერთი ხალხია, მაგრამ მაშინ, თუ დებილი არ არის, როგორ შეუძლია ქართველს, მხარი დაუჭიროს ბანდერელ-პოლიცაებს, რომლებიც დღეს ჰოლოკოსტს აგრძელებენ?! რომლებმაც ოდესის პროფკავშირთა სასახლეში ადამინები ცოცხლად დაწვეს, როგორც ფაშისტებმა – „ოსვენციმში“?! როგორ შეუძლია ქართველს და, მაშასადამე, ქანთარიას თანამემამულეს, ფაშისტების მხარეს იბრძოდეს და ფაშიზმზე გამარჯვების დროშა ეგოროვთან ერთად არ აღმართოს, როგორც 45-ში?! რუსოფობია, ისევე როგორც ნებისმიერი ფობია, დაავადებაა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსოფობებს – ამერიკელ პოლიტიკოსებს და მედიას “გიჟები” და “ფეიკ-მედია” უწოდა. მხოლოდ თბილისში უწინდებურად ვერ ბედავენ რუსოფობიური ტელეკომპანიების – „მთავარი“, „პირველი“, „კავკასია“ და „ფორმულა“ – დაგმობას, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო გადატრიალებისა და რუსეთთან ომის წაქეზებით! ტელეკომპანია „იმედი“-ს დიაგნოზი აბსოლუტურად იგივეა – „რუსოფობია სიდებილის ნიადაგზე“. ამიტომაც არის, რომ საქართველოში დღემდე სამხელისუფლებიანობაა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მიშას დებილების ხელისუფლება და ამერიკული საელჩოს ხელისუფლება!
მხოლოდ 37,5 მუდმივი ტემპერატურის შემთხვევაში შეიძლება იცხოვრო რუსეთთან ვაჭრობისა და მილიონობით რუსი ტურისტების ხარჯზე, მიირთვა რუსული პური (რუსეთი ხორბლის ერთადერთი მიმწოდებელია), მიიღო ასობით მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები რუსეთიდან და ამავე დროს – გამოაცხადო ის “საქართველოს №1 მტრად”. მხოლოდ არანორმალურებს შეიძლება სურდეთ 2008-2012 წლებში დაბრუნება – რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის და სავაჭრო ურთიერთობების გარეშე, რომლებიც 2013 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა! ამ ავადმყოფების გამო, რომლებიც თავს ოპოზიციად თვლიან, ქართველები კვდებიან ისე, რომ რუსეთში ნათესავები და მეგობრები ვერ უნახავთ, რადგან დღეს ვერც 37,5 მანეთად და ვერც ვერანაირი ფულით მოსკოვში ვერ გაფრინდები – რეისები არ არის, ვიზები – არის! სამაგიეროდ, მოსკოვს, როცა მოეპრიანებათ, თავისუფლად სტუმრობენ „რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მთავარი მებრძოლები“! სწორედ მათ გამოა, რომ რიგითი ქართველები ვეღარასოდეს გაივლიან წითელი მოედანის ქვაფენილზე, რომელშიც 300 ათასზე მეტი ქვა – საქართველოდან დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით – მათი მამებისა და ბაბუების ჩადებულია!
თუმცა, რაც ზურაბიშვილსა და აშშ-ის ელჩს არ გამოსდით, პუტინი შეძლებს – შეარიგებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გააერთიანებს ქართველ საზოგადოებას! შორს არ არის ის დრო, როცა ყველა ეს „რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლები“ - კიკაბიძე-ბურჯანაძე-ხაზარაძე-ვაშაძე-ხოშტარია-უგულავა-ბოკერია-ნათელაშვილი-უსუფაშვილი-სამადაშვილი-სააკაშვილი, ზალკალიანთან, ზურაბიშვილსა და ხელისუფლების სხვა რუსოფობებთან ხელჩაკიდებულნი, ტორტებით ხელში რიგში ჩადგებიან თბილისში რუსეთის საელჩოს ცენტრალურ და უკანა შესასვლელებთან! თანაც, რიგი გრძელი იქნება, როგორც ლენინის მავზოლეუმთან, და დაიწყება უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ვაკის პარკში, რომელსაც უწინდელ სახელწოდებას – გამარჯვების პარკს დაუბრუნებენ! «Какой лазурный небосвод…» – ერთხმად დასჭექს რიგი, ხოლო ანანიაშვილი, „პაჩკაში“ და პუანტებზე, გამვლელებს, ფუეტეს ტრიალში, „გეორგიევსკის ლენტებს“ ჩამოურიგებს!
მაგრამ ჯერჯერობით კელი დეგნანს ციებ-ცხელება აქვს, რაკიღა იცის, რომ პირდაპირი ავიარეისების გახსნისა და რუსული ვიზების გაუქმების შემდეგ საქართველოში ნატოსა და ევროკავშირს კოშმარული სიზმარივით დაივიწყებენ! აშშ-ის ელჩი ჩქარობს, რადგანაც საქართველო კავკასიის სამი რესპუბლიკიდან ერთ-ერთ რესპუბლიკად დარჩა და ბალტიის მეოთხე რესპუბლიკად არ გადაიქცა! აშშ-ის ელჩი ჩქარობს, რაკიღა პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ამერიკელები და რუსები ერთმანეთს არ ებრძვიან, რომ აშშ არ შეებრძოლება რუსეთს და არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში, ამერიკელი თანამოქალაქეების საევაკუაციოდაც კი! აშშ-ის ელჩი ჩქარობს, რადგან 2 წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი დაბრუნდება, რომელიც შურს იძიებს ყველაზე, ვინც 4 წლის განმავლობაში მას კრემლის აგენტს ეძახდა და ცდილობდა პუტინისთვის წაეკიდებინა! აი რატომ ატარებს აშშ-ის ელჩი აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას – სურს მოასწროს, რომ ქართველებმა და რუსებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ და სამუდამოდ მოსისხლე მტრებად იქცნენ! „ქართული ჯარი რუსეთისთვის იმაზე საშიში როდია, ვიდრე რუსული კინოს ვარსკვლავი ქაცარავა თივისი მოხეტიალე ცირკითურთ! ამიტომ, აუცილებელია, ისევ დაიღვაროს სისხლი ქართველებსა და რუსებს შორის და ისინი სამუდამოდ იქცნენ მოსისხლე მტრებად, როგორც ამას ველური კავკასიური ჩვეულებები კარნახობს!“ – მიიჩნევენ ლენგლის, ლონდონისა და ბრიუსელის ანალიტიკოსები, რომლებსაც მუდმივად 37,5 აქვთ.
ამიტომ დღეს „ჯაველინები“ საქართველოს უკრაინასთან ერთად მიეწოდება! გასულ კვირას საქართველო აიძულეს შეესყიდა 26 მილიონი დოლარის მორიგი პარტია და ეს – საკვებზე, მედიკამენტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების რეკორდულად ზრდის ფონზე, რამაც მოსახლეობის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია! სამაგიეროდ, ამერიკის საელჩომ საქართველოს ერთდროულად 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა აჩუქა და მთელი ამ ბიზნეს-ოპერაციის შედეგად 25 მლნ დოლარი მოიგო! ასე „უჭერენ მხარს“ საქართველოსა და საქართველოს მთავრობას მისი „სტრატეგიული მეგობრები-პარტნიორები“, რომლებმაც, ამასთან, აიძულეს თბილისი, მოსკოვის პროტესტისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, მარტში საქართველოში ნატოს წვრთნები ჩაატაროს!
მოსკოვი, როგორც თბილისელმა ლავროვმა თქვა, ამას ჯერჯერობით “გაგებით ეკიდება”, რადგან ხედავს, რომ ქართველებს მხოლოდ საქართველოს წარსულზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა – მათ აწმყოსა და მომავალს კი აშშ-ის ელჩი განსაზღვრავს! დიახ, ქართველებს ხმის ჩახლეჩამდე შეუძლიათ იდაონ – ვინ იყო მართალი, ვინ – დამნაშავე, ირაკლი მეორე, ნოე ჟორდანია თუ ედუარდ შევარდნაძე, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია და ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში; ქართველებს შეუძლიათ ააფეთქონ დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი და აიღონ ერთადერთი ქართველი გენერალისიმუსის ძეგლები, ამასობაში უმაღლესი მთავარსარდალი კელი დეგნანი უბრძანებს ქართველებს, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ, რათა მას მოუწიოს ბრძოლა უკრაინაშიც და საქართველოშიც!
„საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის, დადგა კრიტიკული დრო რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ისევე როგორც ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობა და კოორდინაცია აბსოლუტურად გადამწყვეტია რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად… ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად ქმნის რუსეთი! ახლა დროა საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური, გაერთიანდეს და ერთად იბრძოლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს ის საფრთხეებია, რომლის წინაშეც დგას საქართველოს ყველა მცხოვრები… რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება…“ – განაცხადა გასულ კვირას კელიმ, რომელმაც კარგად იცის, რომ თუ საქართველოში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის ჩატარებაც მან აკრძალა, ნატოში შესვლას ხმას მოქალაქეთა არაუმეტეს 5% მისცემს! ანდა საღ ჭკუაზე როგორ შეიძლება იმის გაგება, რომ „კარი ღიაა“ (ნატოსი – საქართველოსთვის), მაგრამ იქ შესვლა არ შეიძლება?! ამასთან დაკავშირებით, პენსიონერმა შევარდნაძემ, საღ ჭკუაზე მყოფმა, მართებულად აღნიშნა, რომ „ღია კარებში დიდხანს დგომა არასასურველია – ორპირი იცისო…“. ხოლო ორპირი პოლიტიკოსების თავებში იწვევს სუბფებრილურ ტემპერატურას, ზემოთ აღწერილი სავალალო რეციდივებით.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 14 თებერვალი