ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს ბელარუსი დატოვონ

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში მცხოვრებ ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამათანავე, დეპარტამენტი მოქალაქეებს ბელარუსში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

“უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო აქტივობის უჩვეულო და შემაშფოთებული ზრდის ფონზე, აშშ-ს მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელორუსში ან განიხილავენ ბელორუსში გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ რეგიონში დაძაბულობა გაზრდილია და სიტუაცია არაპროგნოზირებადია”. – ვკითხულობთ ბელარუსში მოგზაურებასთან დაკავშირებულ კონსულტაციაში.