დაპირდა თუ არა დასავლეთი მოსკოვს, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა?

ამ თემაზე კამათი გრძელდება რუს და დასავლელ დიპლომატებს შორის. მართალია, რომ არ არსებობს წერილობითი ხელშეკრულება ამ საკითხზე, მაგრამ ისიც მართალია, რომ 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების წინ, ამერიკელები და გერმანელები დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, მათ სჭირდებოდათ მხოლოდ ნატოს წევრი ერთიანი გერმანია.

ჩვენ ერთი მაგალითი მოვიძიეთ, ასეთი დაპირების, რომელიც უტყუარად არის დოკუმენტირებული.

დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის თანდასწრებით, შემდეგი არაორაზროვანი განცხადება გააკეთა ჟურნალისტების წინაშე (ვაშინგტონი, 1990 წლის 2 თებერვალი):

“Wir waren uns einig, dass nicht die Absicht besteht, das Nato-Verteidigungsgebiet auszudehnen nach Osten. Das gilt übrigens nicht nur in Bezug auf die DDR, die wir nicht einverleiben wollen, sondern das gilt ganz generell.” = „ჩვენ ერთ აზრზე შევთანხმდით, რომ არ არსებობს ნატოს თავდაცვის სივრცის აღმოსავლეთისკენ გაფართოების განზრახვა. ეს, სხვათა შორის, არა მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეხება, რომლის ჩაყლაპვისკენაც ჩვენ არ ვისწრაფით, არამედ მთლიანად“.

იხილეთ ვიდეოზე გერმანული ორიგინალი, ვიდეოზე, რომლის ტირაჟირება მაინცდამაინც არ უყვართ დასავლეთში და „პარტიზანულად“ იძებნება „იუტუბზე“ (თუკი ვიდეოს თვალს ბოლომდე მიადევნებთ, ნახავთ სხვა წყაროებსაც):