თბილისში, ტექნიკის მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს

თბილისში, ტექნიკის მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

16 თებერვალს, გამთენიისას თბილისში მაღაზია iStore გატეხეს. შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მოხდა.

სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ამტვრევს 2 პირი მაღაზიის ვიტრინას. ისინი სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.

სავარაუდოდ, მაღაზიიდან წაღებული არაფერია, რადგან კადრების მიხედვით შუშების ჩამტვრევის შემდეგ, ისინი გაიქცნენ.

შემთხვევა გამთენიისას 07:05 საათზე მოხდა. ვიდეოების ავტორი წერს, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.

“მთავარი არხის” ვებგვერდი მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო: ptn.ge