გასულ კვირაში, ოქროყანაში მომხდარ ავარიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსვერპლა. ტრაგედიის შესახებ არაერთმა დაწერა სოციალურ ქსელში, მათ შორის თბილისის საკრებულოში, ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ. მისი ინფორმაციით, ოქროყანის იმ ადგილს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, “სიკვდილის ზონას” უწოდებენ.
“ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს “სიკვდილის ზონას” უწოდებს, რადგან აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა წლების განმავლობაში და რამდენიმე გარდაიცვალა. მათ შორის იყო 8 წლის გიორგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა ავტოავარიას…”
არასრულწლოვნის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა გიორგის მეგობრის ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც სოციალურ ქსელში ბავშვის საფლავზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თბილისის მერიას ოქროყანაში უსაფრთხო გადასასვლელის გაკეთებისკენ მოუწოდა.
“თორნიკე დღეს სკოლისკენ მიმავალ მეგობარს ეუბნება “დილა მშვიდობისა”. გიო შაბათს ოქროყანა-მთაწმინდის გზაზე დაიღუპა. მანქანა დაეჯახა. არცერთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს მეგობარი ასეთი პატარა! თბილისის მერიამ უნდა მოგვისმინოს! ოქროყანას ბავშვებს უსაფრთხო გადასასვლელი სჭირდებათ!”