“დამნაშავე კანდიდატი” და “ბრინჯაოს გიორგი” – მდინარაძე ბადრი ჯაფარიძესა და გიორგი გახარიაზე.
“ოცნების” ლიდერი მდინარაძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დაყენებას და მისთვის ენმ-ს მხარდაჭერის გამოცხადებას მისი პარტიის ახალი მესიჯბოქსით აფასებს და მას “დამნაშავე კანდიდატს უწოდებს”. მდინარაძის მოსაზრებით, ოპოზიციამ რუსთაველებსა და გარდაბნელებს ასეთი კანდიდატი შესთავაზეს და ამით შეურაცხყოფა მიაყენეს:
– “იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი.” ამბობს მდინარაძე.
წყარო: ptn.ge