კობახიძე საზოგადოებას გახარიაზე, “უაღრესად საინტერესო ინფორმაციას” პირდება.
“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე აანონსებს, რომ საზოგადოებას ყოფილ პრემიერ გახარიაზე “უაღრესად საინტერესო ინფორმაციას” მიაწვდიან, თუმცა როდის, ამას არ ამბობს
– “საინტერესო იქნება ძალიან საზოგადოებისთვის, მე მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე დეტალებზე. დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვამბობთ, მაგრამ მინიმუმ იქნება უაღრესად საინტერესო ეს ინფორმაცია” – ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, როდის? – ის პასუხობს, რომ “შეიძლება თვეები საქმე იყოს”, თუმცა “დიდხანს არ გაგრძელდება. გარკვეული უხერხულობა უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ ვიტყვით ყველაფერს ამასთან დაკავშირებით” – ამბობს კობახიძე
წყარო: ptn.ge