რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევა

კრემლმა რუსეთიდან რანგით მეორე ამერიკელ დიპლომატს, ელჩის მოადგილე ბარტლი გორმანს ქვეყნის დატოვება უბრძანა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ქმედება ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების და პერსონალის უსაფუძვლო გაძევება და პროდუქტიულად იმუშაოს ჩვენი მისიების აღსადგენად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

17 თებერვალს რუსეთმა  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამერიკის მიერ გაგზავნილი წერილობითი პასუხის პასუხი, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთვევაში, სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებით დაიმუქრა.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს ყველა მახასიათებელი, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეების განმავლობაში შეიჭრება.

 

“ნეტგაზეთი”