ტრაგიკული ამერიკული ცირკი – ჟურნალისტის დაკავება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

მინეაპოლისში, სადაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, პოლიციის მიერ 46 წილს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აგრესიული მეთოდებით აპროტესტებს, პოლიციამ „სიენენს“ ჟურნალისტი დააკავა.

როგორც თავად „სიენენი“ აცხადებს, ომარ ხიმენესმა პოლიციის წარმომადგენლებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ის ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ მაინც დააკავა.

სიენენის“ ჟურნალისტი მინეაპოლისის პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან იმყოფებოდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლი რამდენიმე საათის წინ წაუკიდეს. ის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. ომარ ხიმენესთან ერთად, დააკავეს „სიენენის“ ჯგუფის ოპერატორი და პროდიუსერი. – 1ტვ.გე.

ამჟამად ჟურნალისტების ჯგუფი გათავისუფლებულია.