მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობასთან კავშირზე ისაუბრა.
პოლიტოლოგის თქმით, 2008 წლის ბიუჯეტში იარაღის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხები იყო გაწერილი, რითაც ირიბად ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ომის დაწყებას ელოდებოდა.
„ჩემი დაინტერესება განპირობებული იყო იმით, რომ 2008 წლის მეორე ნახევარში, ომის შემდეგ, ჩემთან მოდიოდნენ სამხედროები და მიყვებოდნენ იმაზე თუ როგორი უხარისხო იარაღი იყო შეძენილი. კეზერაშვილის თაოსნობით სამი ტიპის იარაღის შეძენა ხდებოდა: უხარისხო, ხარისხიანი, მაგრამ წარმოუდგენლად მაღალ ფასად ნაყიდი და მესამე – ნაყიდი, ოღონდ სხვა ქვეყანაში გაგზავნილი. ასეთი იარაღი აღმოაჩინეს ირანსა და სომალიში. ეს არალეგალური გარიგებაა, ამის თაობაზე უკრაინის პარლამენტმა დიდი კვლევა ჩაატარა, რომელშიც მოხსენიებულია ამაში მონაწილე ადამიანების გვარები გვარები. ძალიან დიდი ფულია გაკეთებული ამ კომბინაციაში“, – განაცხადა არეშიძემ.