ჩვენს ქვეყანაში nazziზმი და ტერორიზმი მხარდაჭერილია

სუს- ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში  წერს:

“პოლიტიკურ რეიტინგებზე: რეიტინგები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა და ეს გასაკვირი არაა. მმართველ პარტიას იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, უჩნდება შესაბამისი მხარდაჭერაც, ამიტომ…
პრობლემა კი არის შემდეგში – ჩვენს ქვეყანაში რეიტინგში მეორე ადგილი, ისევ უჭირავს ტერორისტულ ორგანიზაციას (ნაციონალურ მოძრაობას) და ამ პარტიას ჰყავს მხარდამჭერები.
ტერორისტები პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ანუ ჩვენს ქვეყანაში nazziზმი და ტერორიზმი მხარდაჭერილია. …
“ნეტავ სად არის კიდევ სხვა?”…..

დანარჩენი პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები, რუსულები, თუ ამერიკული “პლინტუსის” ქვემოთაა. ნამდვილი ქართული არ არსებობს.
სამწუხაროა, (თუმცა არა ახალი) ანუ ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ შედგა სახელმწიფო, მიუხედავად მდიდარი ისტორიისა, ხალხის პოლიტიკური კულტურა ისევ დაბალია, ყველაფერს თავისი სახელი ჯერ კიდევ არ დარქმევია, ლუსტრაციაა საჭირო ყველასი-ვისაც ეკუთვნის და ….
ასე, რომ ჯერ კიდევ გასავლელია განსაწმენდელი…
nazzიზმი უნდა დამთავრდეს!
იქამდე..ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ…”-წერს გოგაშვილი.