ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო

ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი – ბრიტანელი ბიზნესმენი 40 მლნ დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

“ლელოს” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი – ბრიტანელი ბიზნესმენი იან მალქოლმი 40 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.

იან მალქოლმ ჰოქის მტკიცებით, ის TBC ბანკის აქციონერია და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებულმა სამართლებრივმა დავამ ბანკს რეპუტაცია შეულახა, რის გამოც ფინანსურმა ორგანიზაციამ 40 მილიონი დოლარით იზარალა და შედეგად, დაზარალდნენ ბანკის აქციონერებიც.

როდის ან რა რაოდენობით შეიძინა ჰოქმა აქციები ან, რეალურად არის თუ არა ის TBC-ის აქციონერი – ამ კითხვებს მისი უფლებადამცველი არ პასუხობს.

თავად ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ბრიტანელი ბიზნესმენი TBC ბანკის აქციონერთა სიაში არ ირიცხება, მისი განცხადება სიცრუეა და, სავარაუდოდ, ამის უკან კვლავ “ქართული ოცნება” დგას, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში დაზარალებულის არარსებობის გამო, ახლა საქმის სააპელაციო განხილვამდე ე.წ შავი პიარით ცდილობს ოპონენტების რეპუტაციის დაზიანებას.

ცნიბისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება, 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გაამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

წყარო: newposts.ge