გაიზრდება თუ არა 300-ლარიანი დაბეგვრის ზღვარი – რას გადაწყვეტს “ოცნება”.
გაიზრდება თუ არა 300-ლარიანი დაბეგვრის ზღვარი. ოპოზიცია უკვე მერამდენედ შედის პარლამენტში ინიციატივით, შეიცვალოს დაუბეგრავი სავაჭრო მინიმუმი და ლარის გაუფასურების შესაბამის ნიშნულზე დაფიქსირდეს.
წლების განმავლობაში ყველა მსგავს ინიციატივას “ქართულმა ოცნებამ” უარით უპასუხა. ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში ზღვარის აწევა ონლაინ ვაჭრობას და შესაბამისად მთლიანად ეკონომიკას წაახალისებს.
წყარო: itv.ge