უკრაინაში, ტელეგადაცემაში “სიტყვის თავისუფლება”, რომელიც ცნობილ ჟურნალისტ სავიკ შუსტერს მიჰყავს, სახელმწიფო რადას პრორუს დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნესტორ შუფრიჩი გადაცემაში მონაწილეობამდე რუსეთში იმყოფებოდა, საიდანაც, როგორც თავად ამბობს, უკრაინელი ხალხისთვის სიმართლე ჩააქვს.
გადაცემაში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინული ჯარი და მთავრობა ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. წამყვანებსა და სხვა სტუმრებს საკმაო ხანი დასჭირდათ, რომ დაპირისპირებული მხარეები გაეშველებინათ.