რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ევაკუაციის გეგმების შედგენისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის წყაროების თანახმად, იყო თავდასხმების მუქარა სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზაზე, მეტროსადგურებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე დიდ ურბანულ რაიონებში, ასევე უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ზონებში.
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადახედონ პერსონალური უსაფრთხოების გეგმებს, შექმნან ევაკუაციის გეგმები, რომლებიც არ არის დამოკიდებული აშშ-ს მთავრობის დახმარებაზე, მოერიდონ ხალხმრავლობას და თან იქონიონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მათ შორის აშშ-ს პასპორტი მიმდინარე რუსული ვიზით