შტორმ იუნისს ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შტორმ იუნისს ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შტორმ იუნისს ევროპაში სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, შტორმს მსხვერპლი მოჰყვა ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

გამოცემის ცნობით, შტორმის გამო ევროპაში მილიონობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხდა რკინიგზის მიმოსვლა, პრობლემები შეექმნათ აეროპორტებშიც. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 200 კილომეტრ-საათს აღწევდა.

წყარო: itv.ge