პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მორატორიუმის შემოტანის საკითხს გადახედავს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ კიევის მიღებას NATO-ში “ხვალ” არ აპირებენ. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის მსგავსი დაპირება არ შეიძლება განიხილოს როგორც მოსკოვისთვის დათმობა.
“ჩემი პასუხი იყო მარტივი: ეს უბრალოდ თქვენი გეგმების რეალიზაციაა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა დაიცადოთ და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეანელოთ. ჩვენთვის არა, თქვენ ამ მორატორიუმს თქვენთვის აკეთებთ,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსთავი 2