დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით, – ინფორმაციას ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს.

 

 

 

 

 

 

“ალია”