დონბასში რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას დიდი ფეიერვერკი მოჰყვა – ზალკალიანი წინააღმდეგია

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებამ, რუსეთის ფედერაციის სახელით აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, დიდი სიხარული და იმედები გამოიწვია ამ რეგიონის მცხოვრებლებში.

საგანგებო ვითარებისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, დონეცკსა და ლუგანსკში პუტინის მიერ აღიარების გამოცხადებისთანავე მოეწყო საზეიმო ზალპები, სალუტი.

რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთთან ერთად, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ, აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ და კუბამ. სირიის არაბთა რესპუბლიკაც აპირებს ახალი სახელმწიფოების აღიარებას. სამაგიეროდ, აღიარება დაგმეს დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც აჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად, დაგმო პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.