ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ. 2 მუშა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დაშავებული მუშების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა – დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი “ბალონის” გაჭრის შემდეგ მოხდა.
მეტალურგიული ქარხანა “ამბიკონ სტილსი” მეორადი ჯართის გადამუშავებითაა დაკავებული. საწარმოში სულ 300 ადამიანია დასაქმებული.
წყარო: newposts.ge