სანქციებს გაეცემა ძლიერი, ადექვატური პასუხი – რუსეთის საგარეო

სანქციებს გაეცემა ძლიერი, ადექვატური პასუხი – რუსეთის საგარეო.

არაეფექტური და კონტრპროდუქტიული – ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მხრიდან დაწესებულ სანქციებს. ლავროვის უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთს ზიანის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია და ის გავლენას ვერ იქონიებს მათ გადაწყვეტილებაზე.

– “აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე ზედიზედ 101-ე), რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, ემთხვევა ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს შეცვალოს რუსეთის კურსი.

– მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევის აშკარა უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით.

– რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება. და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები” – ნათქვამია განცხადებაში

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ “სანქციებს გაეცემა ძლიერი პასუხი, არა აუცილებლად სიმეტრიული, მაგრამ გაზომილი და მგრძნობიარე ამერიკული მხარისთვის, ანუ ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარისათთვის”.

წყარო: newposts.ge