მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები – პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
– “სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით” – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
წყარო: ptn.ge