პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, ის და მისი ქვეყანა, მიიღებენ შედეგს, – ამის შესახებ აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ვლადიმერ პუტინს.
ბაიდენის თქმით, ამას პასუხი გაეცემა.
,,ვლადიმერ პუტინს, უკრაინაზე თავდასხმისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. პუტინი არის აგრესორი, პუტინმა აირჩია ეს ომი. ახლა კი ის და მისი ქვეყანა მიიღებენ ამის შედეგებს”, – განაცხადა ბაიდენმა.