მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს – ღარიბაშვილი.

– არავითარ საჭიროებას არ ვხედავ. რა თქმა უნდა არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. მეორე – უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრისმომცემი. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წელს ვერ აირიდეს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, რატომ თქვა უარი ოპოზიციის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე, სადაც უკრაინის საკითხზე უნდა ემსჯელათ.

წყარო: newposts.ge