RT-ის რედაქტორი ღარიბაშვილს განცხადებას უწონებს

“მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა” – RT-ის რედაქტორი ღარიბაშვილს განცხადებას უწონებს.

“მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა” – ასე გამოეხმაურა სამთავრობო მედიის, RT-ის რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოს პრემიერის დღევანდელ კომენტარს უკრაინაზე.

მან მოიწონა ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების გამო.

ღარიბაშვილის განცხადებების გამო დღეს პარლამენტთან და კანცელარიასთან რამდენიმე აქცია ჩაინიშნა.

წყარო: itv.ge