დასავლეთის მიერ სანქცირებული VTB ბანკი საქართველოში ოპერირებას აგრძელებს

დასავლეთის მიერ სანქცირებული VTB ბანკი საქართველოში ოპერირებას აგრძელებს – სებ.

საქართველოს ეროვნული ბანკი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გაო აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიიერ დასანქცირებულ “VTB” ბანკზე განცხადებას ავრცელებს. სანქცირებულთა შორს “ვითიბი ბანკ ჯორჯიაც” მოხვდა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად დაცულია:

– “პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს” – წერია ბანკის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკზე დაწესებული სანქცები გულისხმობს დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

წყარო: newposts.ge