ვითარება შეერთებულ შტატებში არც ორშაბათს განმუხტულა. კენტუკის შტატში ორმხრივი სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეროვნულმა გვარდიამ და დემონსტრანტებმა ერთმანეთის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია და ეროვნული გვარდია დემონსტრანტების დაშლას ცდილობდა.
დაღუპულის ვინაობა და სხვა დეტალები პოლიციას არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე მეექვსე დღეა, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები რასიზმს და პოლიციის მხრიდან ძალადობას ეწინააღმდეგებიან. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.