რას წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოდელი მეუღლე?

“შეგრძნება მაქვს, რომ ყველას ერთად გვბომბავენ… მაგრამ სადაც “ნაციონალური მოძრაობა” დგას, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ” – რას წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოდელი მეუღლე?

მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი თაკო ჩხე­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ პოსტს ავ­რცე­ლებს და წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი მხარ­და­ჭე­რი­სა, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” სა­დაც დგას, იქ სა­კუ­თარ თავს ვერ ხე­დავს. თაკო ჩხე­ი­ძის ქმა­რი რუს­ლან აბა­ში­ძე ცნო­ბი­ლი დიპ­ლო­მა­ტია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეა…

თაკო ჩხე­ი­ძე წერს:

“ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალ­ხო, ნაც­ნო­ბე­ბო, მე­გობ­რე­ბო თუ უც­ნო­ბე­ბო, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი ფო­ნია და და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკს აღ­წევს…

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გან­ვიც­დით რაც ხდე­ბა ჩვენს მე­ზო­ბელ, მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში… მე პი­რა­დად 6 ღა­მეა არ მძი­ნე­ბია, შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ჩვენ ყვე­ლას ერ­თად გვბომ­ბა­ვენ…

აქ ისე­თებს ვკი­თხუ­ლობ, რომ მარ­თლა გული მტკი­ვა, უკვე მე­რამ­დე­ნედ უნდა ვჯიჯგნოთ ერ­თმა­ნე­თი… სა­ნამ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვებ­რძვით და ვლან­ძღავთ, იქ, იმ მი­წა­ზე უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხს ხო­ცა­ვენ, მტე­რი არ ჩერ­დე­ბა და პი­რი­ქით უფრო მძვინ­ვა­რებს…

ტა­შის დაკ­ვრა კარ­გია, მაგ­რამ დრო­უ­ლად თუ არ იმოქ­მე­და ევ­რო­პამ, ამე­რი­კამ, სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­დე­ბა მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა და იქ მცხოვ­რე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი…

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო ერთი რამე, ვი­ტყვი და მეტს აღარ გა­ვი­მე­ო­რებ, ვი­ზი­ა­რებ და რა თქმა უნდა ვუ­ერ­თდე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ტესტს, მაგ­რამ სა­დაც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” დგას, იქ ჩემს ად­გილს ვერ ვხე­დავ!

მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნას, მშვი­დო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, Slava Ukraini!”

თაკო ჩხე­ი­ძის სტა­ტუსს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი და­უ­წე­რა, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო მისი მე­უღ­ლე და თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა…

“და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან დგო­მა რა სა­ჭი­როა? გა­მო­ვი­დეს რუს­ლა­ნი და თა­ვი­სი პო­ზი­ცია თქვას… მისი პო­ზი­ცია,რო­გორც აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­ჯდო­მა­რის, ბევ­რად ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლის ერ­თად…“

მას თაკო ჩხე­ი­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

“რუს­ლან­მა და მის­მა მშობ­ლებ­მა დიდი ხა­ნია თქვეს მისი სათ­ქმე­ლი!”

რუს­ლან აბა­ში­ძის “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე” უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი არ იძებ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ოფი­ცი­ა­ლურ “ფე­ის­ბუქ-გვერდს”, გვხვდე­ბა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ვკთხუ­ლობთ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერს და ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას.

წყარო: newposts.ge