როგორც მას უწოდებენ, დიდ „ბუთქუჩობას“ მისთვის ხელი არ შეუშლია …

“განქორწინებიდან 12 დღეც არ იყო გასული, რომ, ექსცენტრიული ქერა მეორედ დაქორწინდა” – სამი ქორწინება, 7 შვილი და საინტერესო ფაქტები ბოლო დროის პოპულარულ პოლიტიკოსზე.

ახალგაზრდობის წლები

სრული სახელი – ალექსანდრე ბორის დე პფეფელ-ჯონსონი. დაიბადა ნიუ-იორკში, სადაც იმ დროს მამამისი სტენლი ჯონსონი მუშაობდა. მალე ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც დედამისს ოქსფორდში სწავლაა უნდა დაემთაავრებინა. სტენლი ჯონსონი იყო ევროპარლამენტის წევრი და ასევე მუშაობდა ევროკომისიასა და მსოფლიო ბანკში.

ბორის ჯონსონის პაპა, თურქი ჟურნალისტი ალი ქემალი, ოსმალეთის უკანასკნელი დიდი ვეზირის მთავრობაში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მისი ბაბუა ალი ოსმანი 1920 წელს დასახლდა ბრიტანეთში და შეიცვალა სახელი ვილფრედ ჯონსონად.

ბორის ჯონსონმა დაწყებითი განათლება ბრიუსელის ევროპულ სკოლაში მიიღო, ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ კი სწავლა განაგრძო აღმოსავლეთ სასექსის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ კი ეტონ კოლეჯში. 1983-1984 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა კლასიკურ ლიტერატურას. უნივერსიტეტში აირჩიეს სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტად.

მან დაიწყო მუშაობა The Times-ის სტაჟიორად, სადაც მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში. გაათავისუფლეს მისი ნათლიის, კოლინ ლუკასის ციტატის გაყალბებისთვის, რომელიც მოგვიანებით გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი. შემდეგ ის მცირე ხნით მუშაობდა გაზეთ Wolverhampton Express & Star-ში.

1987 – დაიწყო მუშაობა The Daily Telegraph-ში. 1989 წლიდან 1994 წლამდე ჯონსონი იყო ამ გაზეთის კორესპონდენტი ბრიუსელში და 1994 წლიდან 1999 წლამდე. – The Daily Telegraph-ის ასოცირებული რედაქტორი და წამყვანი პოლიტიკური კომენტატორი.

1998 წელს მან დაიწყო წვლილის შეტანა BBC-ის პროგრამაში “Have I Got News for You”.

წიგნები

ჯონსონი არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის The Johnson Column, Lend Me Your Ears და I Have Views for You. ჟურნალისტური ნაწარმოებების გარდა, 2004 წელს გამოსცა რომანი „სამოცდათორმეტი ქალწული“. ლონდონის მერად არჩევის შემდეგ გამოიცა წიგნი The New British Revolution. ჟურნალისტური მუშაობისთვის ჯონსონი იყო ნომინირებული ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოზე.

პირადი ცხოვრება

როგორც მას უწოდებენ, დიდ „ბუთქუჩობას“ მისთვის ხელი არ შეუშლია რომ 2021 წლის 29 მაისს, დაქორწინებულიყო თავის 33 წლის საყვარელ კერი საიმონდზე.

მისი პირველი მეუღლე გახლდათ, მოდელი, მილიონერის, ალეგრა მოსტინ-ოუენის ქალიშვილი, რომელიც ოქსფორდში 1987 წელს გაიცნო და როგორც ამბობენ, ძლივს იცხოვრა მასთან 6 წლის განმავლობაში.

განქორწინებიდან 12 დღეც არ იყო გასული, რომ, ექსცენტრიული ქერა მეორედ დაქორწინდა ადვოკატ მარინა უილერზე. მათი კავშირი 27 წელი გაგრძელდა და საკმაოდ ბედნიერად, სანამ ბორისმა ჟურნალისტ პეტრონელა უაითთან არ უღლატა. მარინაზე დაქორწინებულ ბორისს ჰყავდა ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. ისინი თითქმის არ ურთიერთობენ მამასთან.

წყარო: newposts.ge