“ყველაფრისთვის მზად ვარ” – პრემიერი ხაზარაძის ე.წ. “მუქარის წერილთან” დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

“ყველაფრისთვის მზად ვარ”, – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მზად არის თუ არა, ე.წ მუქარის წერილის საკითხზე პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.

„უკვე არ ვიცი, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები-მეთქი, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი, ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა „მუქარის წერილის“ დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

“არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, – აღნიშნა ადვოკატმა/