ყველასთვის საყვარელი დურუ ხუნჭუა 92 წლის გარდაიცვალა – 67 წელი ემსახურა ქართულ თეატრს და კინოს

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მანუჩარ შარვაძე, რომლის სასცენო მოღვაწეობა, დაახლოებით, 67 წელს ითვლიდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ბათუმი – აჭარა“ ავრცელებს.

„ქართული კინოს და თეატრის გამოჩენილი მსახიობი, საპატიო ბათუმელი, საქართველოს სახალხო არტისტი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა“, – წერია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მანუჩარ შერვაშიძეს მინიჭებული აქვს აჭარისა და საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები. არის იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.

ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი, არის ბათუმის საპატიო მოქალაქე.

მას შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი, მათ შორის ფილმებში: „რეკორდი“ (დურუ ხუნჭუა), „მევლუდი“ (შევქეთ აღა), „წუთისოფელი“ (სიპიტო), „მთვარის მოტაცება“ (არემბა არლანი) და სხვა.