რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა – კრემლმა BBC და “რადიო თავისუფლებაც” შეზღუდა

რუსეთში საინფორმაციო შეზღუდვა გრძელდება, ქვეყანაში ნაწილობრივ დაბლოკილია ფეისბუკი, ასევე გამოცემა “მედუზა”, BBC-ის და “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციები, ასევე Deutsche Welle.

გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოიარხმა “ეხო მასკვი” და ტელეკომპანია “დოჟდმა“.

პროკურატურისა და “როსკომნადზორისგან” მედიასაშუალებების შეზღუდვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ისინი რუსეთის დეზინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.

 

“ალია”