მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლევან წულაძე იქნება – კულტურის სამინისტროს განცხადება.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად ლე­ვან წუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

“კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ლე­ვან წუ­ლა­ძეს სსიპ თბი­ლი­სის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ვნას ულო­ცავს.

სსიპ თბი­ლი­სის კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. “პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, იგი მო­ცე­მულ პო­ზი­ცი­ას ოთხი წლის ვა­დით და­ი­კა­ვებს. ამის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა უკვე გა­მო­ი­ცა.

ლე­ვან წუ­ლა­ძეს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2022 წლის პირ­ველ იან­ვარს ამო­ე­წუ­რა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში კონ­კურ­სი მიმ­დი­ნა­რე წლის 20 იან­ვარს გა­მო­ცხად­და და მას­ში მხო­ლოდ მო­ცე­მულ­მა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ლე­ვან წუ­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩევ სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე კენ­ჭი უყა­რეს ლე­ვან წუ­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას და ერ­თხმად მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­სამ­ტკი­ცებ­ლად მისი კან­დი­და­ტუ­რა წა­რედ­გი­ნათ სა­მი­ნის­ტროს­თვის. შე­დე­გად, ლე­ვან წუ­ლა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად (დე­ბუ­ლე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით 2021 წლის 6 დე­კემ­ბერს დამ­ტკიც­და), სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურსს აცხა­დებს სა­მი­ნის­ტრო, ხოლო კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამას­თან, სა­მი­ნის­ტრო, წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის­გან შე­არ­ჩევს არა­ნაკ­ლებ 2 და არა­უ­მე­ტეს 3 კან­დი­დატს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც წარ­დგე­ნი­ლია მხო­ლოდ ერთი კან­დი­და­ტი.

შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა სია წა­რედ­გი­ნე­ბა სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს, რო­მე­ლიც შე­არ­ჩევს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ კან­დი­და­ტუ­რას და წა­რუდ­გენს კულ­ტუ­რის მი­ნისტრს.სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია, კან­დი­და­ტის წარ­დგი­ნე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში წა­რუდ­გი­ნოს მი­ნისტრს თა­ვი­სი რე­კო­მენ­და­ცია” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ptn.ge