კიდევ კარგი რომ დავით აღმაშენებელის, გიორგი ბრწყინვალეს და ერეკლე მეორის დროს ფეისბუკი არ იყო.
ცოცხლები არ ვიქნებოდით დღეს. სოციალური ქსელები გადაიქცა ისტერიის, პანიკის, ათასგვარი ფობიების და შიშების გავრცელების წყაროდ. სტატუსებს და კომენტარებს რომ ვუყურებ გარეკილი აქვს ხალხს.
არ არსებობს ფეიკი ქართველმა რომ არ დაიჯეროს. ბოშებმა მოპარეს ტანკები და მუზეუმის ტანკებით ომობენო, სადაცაა მოსკოვს აიღებენო. მესმის რომ მშიშრები ხართ და იჯერებთ იმას რაც უსაფრთხოების ილუზიას გიქმნით, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
ლევან ჩოტორლიშვილი; სოციალური ქსელი