„საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშს გარკვეული პირობების ნაცვლად გაუხსნის. პირობების ჩამონათვალი ასეთია:
- მე ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში
- მე ვეთანხმები, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, 2014-სა და 2022 წელს კი უკრაინაში
- მე თანახმა ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა
- ვადასტურებ, რომ არ ვიზიარებ რუსული ხელისუფლების პროპაგანდას და დაგეხმარებით ამასთან შებრძოლებაში
- მესმის, რომ ნებისმიერი აქ აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ჩემი ანგარიში „საქართველოს ბანკში“ გაუქმდება.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, ბანკმა მათ, ვინც უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე, ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრა.