უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება მიიჩნევს, რომ ნატოს არაფრის ძალუძს. ალიანსი გადაიხდის თავის სისუსტეს, განაცხადა მან უკრაინული ტელეარხის ეთერში.
„უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო იყო ძალა, ევროკავშირი კი სუსტი და მერყევი. უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ პირიქით არის: რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უპრეცედენტო სანქციები, ნატო კი ვერაფერს აკეთებს და ყველაფერი დატოვა მოკავშირეების, ანუ ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. ეს არის სისუსტე, რომლის ფასს, სამწუხაროდ, ალიანსი გადაიხდის“, – განაცხადა კულებამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინაში ძალებს არ გაგზავნიან.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
”ჩვენ ვეთანხმებით, რომ იქ არ უნდა იყოს ნატოს თვითმფრინავები ან ნატოს სახმელეთო ძალები,” – თქვა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.