დავით ქართველიშვილი მერაბიშვილზე: ერთი 2008 წელს დააქციეთ ქვეყანა თქვენი „აქტიურობით“ და ახლა უკრაინას „ააყვავებთ“ 2022 წელს, – ფულის სუნი იგრძნეს ქართველმა აფთრებმა

ჯერ #1633 რეზოლუციით მსგავს დოკუმენტზე მოაწერინებთ ხელს არახამიას – პუტინის რუსეთთან მოლაპარაკებებზე, უკრაინის ბედზე პასუხისმგებელ პირად რომ გაუშვით.

იმ ტიპის დოკუმენტზე მოაწერინებთ ხელს, ჩვენ რომ თქვენს შემდეგ რუსეთს ვერსად რომ ვერ ვადანაშაულებთ ომის დაწყებაში, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ვანო მერაბიშვილს, რომლის თქმით, აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის გენპროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარებისთვის.

ქართველიშვილის თქმით, უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის მაქსიმუმ „გეტოების“ მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა.

„აქტიურად ვთანამშრომლობთო უკრაინის გენპროკურატურასთან – ვანო მერაბიშვილმა. ბარემ პირდაპირ ეთქვა, ზურა ადეიშვილთან ვთანამშრომლობთ აქტიურად. თქვენი თანამშრომლობა ხომ არ დასრულებულა. ერთი 2008 წელს დააქციეთ ქვეყანა თქვენი „აქტიურობით“ და ახლა უკრაინას „ააყვავებთ“ 2022 წელს.

ჯერ #1633 რეზოლუციით მსგავს დოკუმენტზე მოაწერინებთ ხელს არახამიას – პუტინის რუსეთთან მოლაპარაკებებზე, უკრაინის ბედზე პასუხისმგებელ პირად რომ გაუშვით. იმ ტიპის დოკუმენტზე მოაწერინებთ ხელს, ჩვენ რომ თქვენს შემდეგ რუსეთს ვერსად რომ ვერ ვადანაშაულებთ ომის დაწყებაში.

მერე, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი, დათო არახამია, ზურა ადეიშვილი, დათო კეზერაშვილი, გიზო უგლავა, გია ცხაკაია, გია გეწაძე, გია ლორთქიფანიძე, კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე და გია უდესიანი – „მთელ მათ გამოცდილებასა და ძალისხმევას მოახმარენ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს“.

მეცოდება თქო უკრაინა – არახამიას მიერ მიერ ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანისა და მერაბიშვილის მხრიდან მანდ სამართლიანობის აღდგენის ხელში. მაქსიმუმ – უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „გეტოების“ მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა – როგორც ჩანს, ფულის სუნი იგრძნეს ქართველმა აფთრებმა“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.