“გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ, თუმცა ჯარიმა არ უნდა არსებობდეს.
“თუ სურვილი აქვს ვინმეს არ დავუშალოთ 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ ჯარიმა თუ არ ატარებს, არ უნდა არსებობდეს”, – წერს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, თებერვალში, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.
როგორც მან აღნიშნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.