გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკითხი, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ მოქალაქეები, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში რეგისტრაციას.

,, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შევისწავლოთ თითოეული მოქალაქის საჭიროება და ეტაპობრივად დავეხმაროთ მათ საბინაო საკითხის მოგვარებაში,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, სამივე მუნიციპალიტეტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან თითოეული მოქალაქის საჭიროებებს.

წყარო: ptn.ge