პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 14 მარტს წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით 14 მარტს მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის საბოლოო გადაწყვეტილებაზე 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე შეთანხმდებიან.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარსდგენა ყოველწლიური მოხსენებით 5 მარტს სურდა, თუმცა თარიღზე შეთანხმება ვერ შედგა.

 

“რუსთავი2′