რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან შემოტანილი სამედიცინო პროდუქტის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებული სამედიცინო პროდუქტის ქვეყნიდან გატანას დროებით კრძალავს. განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთში სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების დეფიციტის შექმნის თავიდან აცილებს მიზნით მიიღო.

7 მარტს რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. განახლებულ სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. სიაში არ მოხვდა საქართველო.