გიორგი ვაშაძე ტყუის, სააკაშვილთან ჩემზე ან “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებზე ახლო ურთიერთობა აქვს?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
_ სხვათა შორის გიორგი ვაშაძემ ისიც თქვა, რომ ასეთი შორი მანძილიდან სააკაშვილთან ყველაზე კარგი ურთიერთობა მას აქვს…
_ უკაცრავად, მაგრამ ყველაზე კარგი ურთიერთობა როგორ აქვს? ეგეც ხომ მეტყველებს, ადამიანს რამდენად შეიძლება ენდო? ახლა გიორგი ვაშაძეს ჩემზე უფრო ახლო ურთიერთობა აქვს მიშა სააკაშვილთან? ან გრიგოლ ვაშაძეზე კარგი ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან? „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრები რომ ჩამოგითვალოთ, გიორგი ვაშაძეს უფრო კარგი ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან, ვიდრე ჩვენს ლიდერებს?!
_ თამაშობს ვაშაძე?
_ ტყუის. მთელ რიგ მიმართულებებზე მისი მხრიდან არასწორი, არაგულწრფელი განცხადებები და მოქმედებები გვაიძულებს, რომ მასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ. გარდა იმისა, რომ მიგვატოვა.
“აიპრესი”