დიდმა ბრიტანეთმა დღეს რუსეთს ახალი საავიაციო სანქციები დაუწესა, რომლებიც მას საშუალებას აძლევს დააკავოს რუსეთის ნებისმიერი თვითმფრინავი და აკრძალოს საავიაციო ან კოსმოსური საქონლის ექსპორტი რუსეთში.
Reuters-ის ცნობით, აკრძალვა შეეხება ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, რომელსაც ფლობს და მართავს რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი ან სანქცირებული პირები ან სუბიექტები და მოიცავს უფლებას, დააკავონ ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის რუსეთთან ასოცირებულ პირებს.
„დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის თვითმფრინავების აკრძალვა და მათი ყოფნის სისხლის სამართლის დანაშაულად ქცევა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს რუსეთს და კრემლთან დაახლოებულ პირებს“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.