საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება! თანდათან იკვეთება სადღაც დაწერილი დიდი გეგმის კონტურები, რომლის მიხედვითაც რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტის საქართველოში უნდა გახსნილიყო – ნანა კაკაბაძე.
“საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება! თანდათან იკვეთება სადღაც დაწერილი დიდი გეგმის კონტურები, რომლის მიხედვითაც რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტის საქართველოში უნდა გახსნილიყო.
როგორც ჩანს, ამ გეგმის ნაწილი იყო სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში.
უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და „იქაური“ ნაცების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოჩენილი ასეთი „განსაკუთრებული ყურადღება,“ დამუნათება და „აქაური“ ნაცების ზღვარგადასული პროვოკაციული აქტივობებიც ამ ბინძური გეგმის ნაწილია.
ხალხისთვის ტვინების გამორეცხვის ფორმები და მეთოდები განსაკუთრებით შედეგიანად მუშაობს ომის დროს, როდესაც ძალიან ადვილია ადამიანების დარწმუნება დაუჯერებელში, რადგან ომის დროს ყველა მხარე იტყუება და სრულიად ალოგიკური ინფორმაციების გავრცელებით ადვილია პოლიტიკური ქულების მოპოვება და მხარდამჭერთა მობილიზაცია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ „იქაურ“ ნაცებს უკვე რცხვენიათ თავიანთი ქართული წარმომავლობის, „აქაურებს“ კი იმისი რცხენიათ, რომ ვერ ამართლებენ “უკრაინისთვის თავდადებას”, რადგან საქართველოს ომში ჩართვას ვერ ახერხებენ და მოლოდინებს ვერ უმართლებენ პატრონებს.
უკრაინის ხელისუფლება, მათგან აშკარად ჰქონდათ მიღებული გარანტიები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ამაზე მიუთითებს ის წყენა და საყვედურები, რომელსაც ზელენსკი და მისი გუნდი გამოთქვამენ მხოლოდ საქართველოს მიმართ, სხვა ქვეყნების (თუნდაც მოლდოვის, ისრაელის, აზერბაიჯანის და ა. შ.) გაცილებით უფრო ნეიტრალური პოზიციის გამო კრინტსაც არ ძრავენ.
ეტყობა, მათ თვალში ვეპატარავებით და ფიქრობენ, რომ საქართველომ, მხოლოდ მათი ინტერესებით უნდა იმოქმედოს და არად ჩააგდოს საკუთარი ხალხის ინტერესები.
საქართველოზე „გაბრაზებული“ უკრაინის ხელისუფლება ამის პასუხად ციხის ჯალათ დირექტორს „ქილერას“ პოლიტიკურ დევნილად აცხადებს და ალბათ გამოცდილების გაზიარების მიზნით უკრაინის რომელიმე დიდ ციხესაც ჩააბარებს სამართავად.
საკმაოდ, ადვილი ყოფილა, იმ ადამიანების ბუნებრივი ემოციების გამოყენება, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ თანაგრძნობას აგრესორისგან დაჩაგრული მსხვერპლის მიმართ.
ამით მანიპულირება უზნეობაა,უზნეობაა ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა თუ სხვა დივიდენდების მოპოვებისთვის ბრძოლა, რასაც ასე დაუღალავად ცდილობენ „იქაური“ თუ „აქაური“ ნაცები.
მადლობა ღმერთს, ქვეყნის ახალ ომში ჩართვისკენ მიმართული მათი თავგანწირული ბრძოლა ჯერჯერობით შედეგს ვერ აღწევს და იმედია, ვერც მიაღწევს, რადგან საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ წლების მანძილზე კარგად გაიცნო და შეისწავლა ნაცების ბუნება და მისწრაფებები, რომლებიც ძალაუფლებისათვის დაუოკებელ ლტოლვაში და ყველა ბინძური საშუალებით ამ მიზნის მიღწევაში გამოიხატება” – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
წყარო: ptn.ge