იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები31 ოქტომბერს ჩატარდება და „ოცნების“ გუნდს გამარჯვებამდე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მიიყვანს.
“გუშინ ვიხილეთ ოპოზიციის სატელევიზიო საშუალებებით და სხვა მედიით სახელდახელოდ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია, საქართველოს პრემიერმინსტრის გიორგო გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ესეც არის ყალბი ინფორმაცია. ანუ, ეგრეთ წოდებული ფეიქნიუსი. არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიეირმინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. იმ არჩევნებში რომელიც 31 ოქტომბერს შედგება.
ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს. არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, ისე მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი, მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვყრვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიქნიუსების შემქმენელები ოპოზიცია და მათი მედია“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
“აიპრესი”