რუსეთი ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ნატოსა და ევროკავშირის წევრი არამეგობრული ქვეყნები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავისი უმრავლესობით ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში, ანადგურებენ ამ ორგანიზაციას, რუსეთი კი არ აპირებს, შეეგუოს ამ ძირგამომთხრეს საქმიანობას. დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით, რუსეთის გარეშე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო 25 თებერვალს რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერეს. ამის შემდეგ ქვეყანა რჩებოდა ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე, მაგრამ კარგავდა წარმომადგენლობის უფლებას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში.