ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ალავერდისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთ – ერთი, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომანქანიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ყვარლის მაგისტრი მოსამართლის ვაჟია.
შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“აიპრესი”